დონალდ ტრამპი ოჰაიოში, სავარაუდოდ, იმარჯვებს. ოჰაიო ერთ-ერთი მერყევი შტატია, რომელში გამარჯვების გარეშეც არც ერთ რესპუბლიკელ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში არ გაუმარჯვია 1960 წლის შემდეგ.
კალიფორნიის შტატში საარჩევნო უბნის მახლობლად ისროლეს. გავრცელებული ინფორმაციით, სულ ცოტა ერთი ადამიანი დაიღუპა და 3 დაიჭრა.
სროლა შუადღეზე ქალაქ აზუზაში, კალიფორნიის სამხრეთ ნაწილში მოხდა, რომელიც ლოს-ანჯელესიდან სულ 40 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. პოლიციამ ორი საარჩევნო უბანი და იქვე მდებარე სკოლა დახურა. ჯერჯერობით სროლების შესახებ სხვა დეტალები ცნობილი არ არის.
ტრამპმა ლუიზიანაში გაიმარჯვა, კლინტონმა კი გამარჯვება კონექტიკუტში პოივოპა. საარჩევნო კოლეგიაში ლუიზიანას 8, კონექტიკუტს კი - 7 დელეგატი ჰყავს
RT @voage: დონალდ ტრამპი: 148 ჰილარი კლინტონი: 104 ინტერაქტიული, განახლებადი რუკა: https://t.co/ga07UKuDhy #არჩევნები2016 https://t.co/WOGE…
— Ia Meurmishvili (@iameurmishvili) 9.11.2016