04:58
9.11.2016
ფლორიდის შტატისკენაა ამ წუთას ყველას თვალი მიპყრობილი. ე.წ. მერყევ შტატში თავიდან დონალდ ტრამპი დაწინაურდა, შემდეგ კი ჰილარი კლინტონმა ასი ათასზე მეტი ხმით გაუსწრო. ამ ეტაპზე ხმების 72 პროცენტია დათვლილი.
04:52
9.11.2016
„ესოშიეიტედ პრესის“ პროგნოზით, ჰილარი კლინტონმა ვერმონტის შტატი მოიგო.
04:45
9.11.2016
„ესოშიეიტედ პრესის“ პროგნოზით, დასავლეთ ვირჯინიის შტატი დონალდ ტრამპმა მოიგო.
04:39
9.11.2016
თუ ტრამპმა ფლორიდაში, ოჰაიოსა და ჩრ. კაროლინში წააგო, გამარჯვების შანსი ეკარგება, კლინტონს ერთში გამარჯვებაც ჰყოფნის. #არჩევნები2016
— Ia Meurmishvili (@iameurmishvili) 9.11.2016