04:16
9.11.2016
ხმების ორი პროცენტის დათვლის შედეგად ფლორიდაში დონალდ ტრამპი ლიდერობს. ფლორიდას საარჩევნო კოლეგიის 29 ხმა აქვს.
04:03
9.11.2016
კლინტონი იგებს ვერმონტის შტატს, Associated Press-ის მიხედვით. #არჩევნები2016
— Ani Chkhikvadze (@achkhikvadze) 9.11.2016
03:48
9.11.2016
წინასწარი ეგზიტ-პოლების მიხედვით, ამერიკაში ყოველი შვიდი ამომრჩეველი 10-დან უკმაყოფილოა ფედერალური მთავრობის მუშაობით. ტრამპის მხარდამჭერებს უფრო ნეგატიური აღქმა აქვთ ცენტრალური მთავრობის. 10-დან 4 ტრამპის მხადამჭერი გაბრაზებულია, მაშინ როდესაც ჰილარის მხარდამჭერებიდან ერთს ყოველ ათში არ მოსწონს თუ როგორ მუშაობს ვაშინგტონი.
03:42
9.11.2016
ტრამპი ლიდერობს ინდიანაში, ნიუ ჰემფშირსა და კენტუკიში, წინასწარი შედეგების მიხედვით. საარჩევნო უბანთა მხოლო 1%-ია დათვლილი. #არჩევნები2016
— Ani Chkhikvadze (@achkhikvadze) 8.11.2016