ამერიკის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, რომელიც პირველი ქალი საპრეზიდენტო კანდიდატია, ხმის მიცემის დროს განაცხადა: „ვიცი რამდენად დიდ პასუხისმგებლობა ახლავს თან ამას, რამდენი ადამიანი ამყარებს იმედებს არჩევნების შედეგებზე და რას ნიშნავს ეს ჩვენი ქვეყნისთვის. თუ დღეს გამარჯვება მოვიპოვე, ძალ-ღონეს არ დავზოგავ.“
მილიარდერი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი საარჩევნო უბანზე მეუღლე მილანიასთან ერთად მივიდა. ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებისას მან თქვა, რომ ეს მისთვის „დიდი პატივია, უდიდესი პატივია.“
ამერიკის მომდევნო პრეზიდენტი 20 იანვარს დაიკავებს პოსტს და ის ბარაკ ობამას შეცვლის, რომელიც ამერიკის პრეზიდენტად ორი ვადით მსახურობდა.
ამერიკელი ექსპერტები: პოლარიზაცია, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, სავარაუდოდ, გაგრძელდება #არჩევნები2016
— Anna Kalandadze (@annavoa) 8.11.2016
აშშ-ის ფსიქოლოგთა ასოციაცია:ზრდასრული ამერიკელების 52% წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებს სტრესის, დაძაბულობის წყაროდ მიიჩნევს. #არჩევნები2016
— Anna Kalandadze (@annavoa) 8.11.2016