18:02
8.11.2016
ამერიკის მოსახლეობა დღეს პრეზიდენტს ირჩევს #არჩევნები2016 https://t.co/XRD6yrMy9N
— VOA/Georgian (@voage) 8.11.2016
17:51
8.11.2016
ჰილარი კლინტონმა მეუღლესთან ერთად არჩევანი უკვე გააკეთა. პრეზიდენტობის კანდიდატმა და ყოფილმა პრეზიდენტმა ხმა ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ჩაპაქაში მისცეს.
17:41
8.11.2016
დემოკრატმა კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა დღევანდელ არჩევნებს "ჩვენი დროის გამოცდა" უწოდა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა კი - "ამერიკის დამოუკიდებლობის დღე."
17:27
8.11.2016
ამერიკელები 45-ე პრეზიდენტს ირჩევენ. საარჩევნო უბნებთან გამთენიიდან რიგებია.