ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვირუსი სანამ კონტროლს არ ემორჩილება, ეკონომიკა ვერ აღდგება - ფაუჩი


​მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა აღდგენას მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებს, რაც ქვეყანაში ვირუსის კონტროლი შესაძლებელი იქნება. განცხადება ინფექციონისტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ამერიკის შეერთებული შტატები აქციებმა მოიცვა. ათამდე შტატში ასობით აქციის მონაწილემ ენტონი ფაუჩის გადადგომა და ეკონომიკის გახსნა მოითხოვა.

აშშ-ის მთავარი ინფქციონისტი მოუწოდებს აქციის მონაწილეებს დაემორჩილონ სოციალური დისტანცირების წესებს და არ დაარღვიონ კანონი, რათა პანდემიასთან ბრძოლა იყოს ეფექტური.

ამერიკის ეკონომიკის გახსნას 1 მაისიდან გეგმავს პრეზიდენტი ტრამპი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 3 პუნქტიანი გეგმა მოქალაქეებს უკვე გააცნო. რომელი შტატი როდის დაიწყებს 3 პუნქტიანი გეგმის შესრულებას ამას გუბერნატორები გადაყწვეტენ.

ენტონი ფაუჩი კი ფიქრობს, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ უნდა იყოს მიღებული, მეტიც ABC-სთან საუბრის დროს ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ თუ აქციები გაგრძელდება და წესები დაირღვევა, ეკონომიკის აღდგენის პროცესი გადაიწევს და დროული ეფექტი ვერ ექნება.

"თუ ვირუსის კონტროლს ვერ შევძლებთ, ნამდვილი ეკონომიკური მაჩვენებლების გამოსწორება ვერ მოხერხდება,"- ამბობს ფაუჩი. მეტიც ამერიკის მთავარი ინფექციონისტი ფიქრობს, რომ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებამ ქვეყნის ეკონომიკის გახსნის შესახებ შესაძლოა უკუჩვენება გამოიღოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG