ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ეკონომიკა ნელი ტემპით ვითარდება


Economy

დღესდღეობით, ამერიკის მასშტაბით 13 მილიონი ადამიანი დაუსაქმებელია

ახალი ანგარიშის თანახმად, ამერიკის ეკონომიკა ნელი ტემპით ვითარდება. ამ ფონზე, ამერიკის მთავრობა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ვიდრე დაიკარგა.

დღესდღეობით, ამერიკის მასშტაბით 13 მილიონი ადამიანი დაუსაქმებელია. ახალი სამთავრობო ანგარიში აჩვენებს, რომ 2009 წლის შემდეგ ქვეყანაში 125,000 სამუშაო ადგილი შეიქმნა. აქვე შეგახსენებთ, რომ ბარაკ ობამას ხელისუფლების სათავეში მოსვლიდან რამდენიმე თვეში მილიონობით ადამიანმა დაკარგა სამსახური და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა 1930-იანი წლების შემდეგ ყველაზე კრიტიკულ ეკონომიკურ დეპრესიად შეფასდა.

მიმდინარე ეტაპზე, ამერიკის ეკონომიკა წინასაპრეზიდენტო არჩევნების ეტაპზე უმთავრესი თემაა საზოგადოებასა და კანდიდატების მოხსენებებში.

ბარაკ ობამა ხაზს უსვამს 5 მილიონ სამუშაო ადგილს, რომელიც ეკონომიკის გააქტიურების შემდეგ დაემატა. მიტ რომნი კი ირწმუნება, რომ დემოკრატმა პრეზიდენტმა ეკონომიკური პოლიტიკით ვერაფერს ვერ მიაღწია. რომნის არჩევით კი, მისივე განცხადებით, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანა დამატებით 12 მილიონ სამუშაო ადგილს შექმნის.
XS
SM
MD
LG