ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი ექიმები უკრაინაში სამედიცინო კონსულტაციებს ინტერნეტის მეშვეობით აწვდიან


უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ბევრი ადამიანი, ვისაც სამედიცინო დახმარება სჭირდება, დიდ ქალაქებში საჰაერო და ზღვის მხრიდან ბომბებით და რაკეტებით თავდასხმების შიშით სახლს ვერ ტოვებს. მათ ექიმების კონსულტაცია სჭირდებათ, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ.

ამერიკელი ექიმები უკრაინელ პაციენტებს ტელემედიცინის საშუალებით ეხმარებიან, პრაქტიკით, რომელიც პანდემიის პერიოდში დაიხვეწა. უკრაინული ქალაქების ინტერნეტთან დაკავშირება „სტარლინკის“ მეშვეობით ხდება, დაახლოებით 2 ათასი ხელოვნური თანამგზავრის სისტემით, რომელიც მილიარდერ ელონ მასკის კერძო ფირმა „Space X“-ს ეკუთვნის.

კიევში და სხვა ქალაქებში უკრაინელ ჯარისკაცებს, სამოქალაქო პირებს და დევნილებს, რომლებიც ბრძოლების დროს დაიჭრნენ და ქრონიკული ავადმყოფობები აქვთ, ამერიკელი ექიმებისგან უაღრესად საჭირო რჩევების მიღება შეუძლიათ.

ექიმები იყენებენ სისტემა „Aimee”-ს, ტელემედიცინის პლატფორმას, რომელიც უკვე 10 წლისაა. ამ პლატფორმამ შექმნა ტელემედიცინის სისტემა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის და „Space X”-ისთვის და ახლა პარტნიორობს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა უკრაინელები უფასო ტელემედიცინის ვიზიტებით უზრუნველყოს.

XS
SM
MD
LG