ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ჯერ კიდევ არ არის გვიანი“ - აშშ-ის წარმომადგენელი ჩრდ. კორეაში


ამერიკის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჩრდილოეთ კორეას მოუწოდა შეწყვიტოს პროვოკაციები და გააგრძელოს ბირთვული მოლაპარაკებები.

„პირდაპირ ვეტყვი ჩვენს კოლეგებს ჩრდილოეთ კორეაში: დროა ჩვენი საქმე გავაკეთოთ. მოდით მოვრჩეთ ამას”,- განაცხადა სტივ ბიგანმა, ამერიკის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჩრდილოეთ კორეის საკითხებში.

ბიგანმა განცხადება სეულში ვიზიტისას გააკეთა, რამდენიმე დღის შემდეგ რაც, ჩრდილოეთ კორეამ, გრძელი-რადიუსის რაკეტების ძრავები ორი ცდა ჩაატარა. ფხენიანს სურს, რომ შეთანხმების ბოლო ვადად წლის დასასრული განსაზღვროს. ამ ულტიმატუმს შეერთებულ შტატები არ პასუხობს.

პასუხად, ამერიკის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „შეერთებულ შტატებს არ აქვს ბოლო ვადა. არამედ აქვს მიზანი“.

დათქმული ვადის მოახლოებასთან ერთად ჩრდილოეთ კორეა მუქარას ზრდის და აცხადებს, რომ ისინი ამერიკას „საშობაო საჩუქარს“ მოუწყობენ თუ ვაშინგტონი წლის ბოლომდე მათთან დათმობებზე არ წავა. განცხადებამ შეშფოთება, რომ დაპირისპირება შეიძლება გამწვავდეს, კიდევ უფრო გააღვივა.

2019 წლის მაისის შემდეგ ჩრდილოეთ კორეამ მოკლე-რადიუსის რაკეტების 14 გამოცდა ჩაატარა. კორეა იმუქრება, რომ თუ ვაშინგტონი არ დაიხევს უკან, ის ბირთვულ და გრძელი რადიუსის რაკეტების გამოცდებს გააგრძელებს .

მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებსა და კორეას შორის მას შემდეგ ჩაიშალა, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰანოის სამიტი დატოვა. მხარეებმა სამუშაო დონის შეხვედრები ოქტომბერში სტოკჰოლმში განაახლეს, თუმცა ამჯერად მოლაპარაკებების მაგიდა ჩრდილოეთ კორეამ დატოვა. ფხენიანი მოლაპარაკებების ბოიკოტს დღემდე აგრძელებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG