ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შტატები ინტერნეტის განსხვავებულ რეგულირებას ვერ შეძლებენ


რეგულაციის "ქსელის ნეიტრალურობა" გაუქმების შემდეგ, შტატებს არ ექნებათ შესაძლებლობა, რომ ეს საკითხი დამოუკიდებლად გადაწყვიტონ. რამდენიმე შტატის ხელმძღვანელობა, მაგალითად ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის, აცხადებს, რომ ამ ცვლილების წინააღმდეგ სამართლებრივ პროცესს დაიწყებს. ამ რეგულაციებმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალოს ის, თუ რას ხედავენ ამერიკელები ინტერნეტში.

გუშინ შეერთებულმა შტატებმა გააუქმა რეგულაცია სახელწოდებით „ქსელის ნეიტრალურობა“. წინააღმდეგობრივი ინიციატივა, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დანიშნულ ფედერალური კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს აჯიტ პაის ეკუთვნის, რამდენიმე თვე ფართო განხილვის საგანი იყო. კომისიამ მის წინადადებას ხუთშაბათს უყარა კენჭი და „ქსელის ნეიტრალურობის“ რეგულაციის გაუქმების გადაწყვეტილება 3 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

რეგულაცია პრეზიდენტ ობამას მმართველობის პერიოდში, 2015 წელს შემოიღეს. ის ინტერნეტზე მომხმარებლების თანაბარი წვდომის გარანტიას იძლეოდა. „ქსელის ნეიტრალურობა“ ინტერნეტის წამყვანი მიმწოდებლების მომსახურებას არეგულირებდა, რათა მათ ხელში არ აღმოჩენილიყო ძალაუფლება, თავად გადაეწყვიტათ, თუ რომელი ვებგვერდი ყოფილიყო მომხმარებლისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი და რომელი - ნაკლებად.

XS
SM
MD
LG