ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი დიპლომატები რუსეთს ტოვებენ


ათობით ამერიკელი დიპლომატი და მათი ოჯახები მოსკოვს ტოვებენ, მას შემდეგ რაც ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებაზე, გაეძევებინა რუსი დიპლომატები, მოსკოვმა საპასუხო ნაბიჯი გადადგა.

ბრიტანეთის ტერიტორიაზე ყოფილი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის ნერვული აგენტით მოწამვლის გამო, დასავლეთის ქვეყნებმა 150-ზე მეტი რუსი დიპლომატი გააძევეს. სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლაში ბრიტანეთი ბრალს კრემლს სდებს.

მოსკოვში ამერიკის საელჩო სამმა ავტობუსმა დატოვა. ამერიკელ დიპლომატებს რუსეთის დატოვების ბოლო ვადა ხუთშაბათამდე ჰქონდათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG