ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატების საპრეზიდენტო რბოლაში ჯო ბაიდენი და ელიზაბეტ უორენი ლიდერობენ


ახალი გამოკითხვა აჩვენებს, რომ დემოკრატების საპრეზიდენტო რბოლაში, მასაჩუსეტსის სენატორი ელიზაბეტ უორენი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენის შემდეგ მეორე ადგილზე გადის.

“ენ-ბი-სი ნიუსისასა და "უოლ სტრიტ ჯორნალის” ერთობლივმა გამოკითხვამ დაადგინა, რომ ჯო ბაიდენი დემოკრატების ჯგუფს 31 პროცენტიანი მხარდაჭერით ლიდერობს, მას მოჰყვება უორენი 25 პროცენტით და მესამე ადგილზე, 14 პროცენტით, ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსია.

ინდიანის შტატის ქალაქ საუთ ბენდის მერი პიტ ბუტიჯეჯი 7 პროცენტით მეოთხე ადგილს იკავებს, შემდეგია კალიფორნიის სენატორი კამალა ჰარისი 5 პროცენტით და ბიზნესმენი ენდრიუ იანგი 4 პროცენტით.

ივნისში ჩატარებული დემოკრატიული პარტიის პირველი დებატების შემდეგ, ჰარისს ხანმოკლე აღმასვლა ჰქონდა, მაგრამ ბოლო გამოკითხვების მიხედვით, ის ენერგიას კარგავს.

“ენ-ბი-სი ნიუსისასა და "უოლ სტრიტ ჯორნალის" ბოლო გამოკითხვის თანახმად, მხოლოდ ორმა კანდიდატმა, ბაიდენმა და უორენმა შეიძინა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG