ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდაცვის მდივანი: ამერიკას ჩინეთთან სტაბილური ურთიერთობა სურს


ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ჩინეთის აგრესიული ქმედებების შეჩერების აუცილებლობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ამისთვის მას "ინტეგრირებული შეკავების" მიდგომა აქვს. მდივანმა განაცხადა, რომ ამერიკას სურს ჩინეთთან სტაბილური ურთიერთობა და მუშაობა საერთო გამოწვევებთან გასამკლავებლად.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ბოლო წლებში განსაკუთრებით გამკაცრდა. უთანხმოების საკითხებს შორისაა ტაივანის დამოუკიდებლობა, და ჩინეთის ტერიტორიული პრეტენზიები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში.

"ჩვენ არ შევკრთებით, როდესაც ჩვენს ინტერესებს საფრთხე ემუქრება. მაგრამ ჩვენ არც კონფრონტაციას ვეძებთ", - განაცხადა ოსტინმა სინგაპურში სიტყვით გამოსვლისას. "ნება მომეცით, ვიყო ძალიან მკაფიო: როგორც თავდაცვის მდივანი, მე ვარ კონსტრუქციული, სტაბილური ურთიერთობის მომხრე ჩინეთთან, მათ შორის უფრო ძლიერი კრიზისული კომუნიკაციისა "ხალხის განმათავისუფლებელ არმიასთან".

ოსტინი ბაიდენის ადმინისტრაციის პირველი მაღალჩინოსანია, რომელიც რეგიონში ჩავიდა. ის არ შეხვედრია ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს მიუხედავად იმისა, რომ იანვრის შემდეგ ამის არაერთი მცდელობა იყო. ის სინგაპურის შემდეგ ვიეტნამსა და ფილიპინებს ეწვევა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG