ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი კანონმდებლების თავსატეხი


ამერიკელი კანონმდებლების თავსატეხი
ამერიკელი კანონმდებლების თავსატეხი

ამერიკელი კანონმდებლები აცხადებენ, რომ კონგრესის ორპარტიული საბიუჯეტო კომიტეტის მუშაობისთვის დრო იწურება და რომ უნდა მოხდეს შეთანხმების მიღწევა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა მოხდეს ერთი მთელი ორი მეათედი ტრილიონი დოლარის დეფიციტის გადალახვა მომდევნო ათი წლის განმავლობაში.

ამ ფონზე, ამერიკის დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი სენატორები ვერ თანხმდებიან თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს ფისკალური მდგომარეობა.

კომიტეტის წევრები აცხადებენ, რომ დადგენილ თარიღამდე-23 ნოემბრამდე-ჯერ კიდევ შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა.

რესპუბლიკელი სენატორი პათ თუმი ამბობს:

“დრო არ ითმენს თუმცა ჯერ კიდევ შესაძლებელია კოპრომისის მიღწევა. სამუშაო და არა დასაკარგი დრო ჯერ კიდევ გვაქვს.”

თუკი კომიტეტი თავის მუშაობას ვერ შეაჯამებს და კომპრომისული შეთანხმებით ვერ წარსდგება 23 ნოემბრამდე, ავტომატური საბიუჯეტო შეკვეცები გატარდება შიდა სფეროებზე და თავდაცვის პროგრამებზე.

ორივე მხარემ ამ დროისთვის საკუთარი ხედვა უკვე წარმოადგინა არასასურველი შეკვეცების თავიდან ასაცილებლად. რესპუბლიკელები დარწმუნებული არიან, რომ დეფიციტის შემცირება სხვადასხვა გაზრდილი გადასახადების დაწესებით უნდა დაიწყოს. დემოკრატები კი ფიქრობენ, რომ უნდა შემცირდეს ფედერალური დანახარჯები.

XS
SM
MD
LG