პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ დანერგავს ცვლილებებს, რომელიც კუბის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურისგან „ეკონომიკურ საქმიანობას ჩამოაცილებს“ და იმ ამერიკელებისთვის, რომლებიც იქ გაემგზავრებიან, მგზავრობის და ბიზნეს შეზღუდვებს დააწესებს.
ამერიკელები, ვინც კუნძულოვან სახელმწიფოში გამგზავრებას დაგეგმავენ, ამერიკული კომპანიების მიერ მართულ, ორგანიზებულ ტურისტულ ჯგუფებს უნდა შეუერთდნენ. მოგზაურებს ასევე სპონსორი ჯგუფის წარმომადგენელიც უნდა ახლდეს.
ტრამპმა თავის კუბის პოლიტიკის შესახებ 16 ივნისს გამოაცხადა, მაგრამ ხაზინის დეპარტამენტი, მანამდე დაგეგმილი მოგზაურობებისთვის გამონაკლისს დაუშვებს.
სახელმწიფო დეპარტამენტმა იმ სასტუმროების და სხვა ბიზნესების სიაც გამოაქვეყნა რომლებიც, დეპარტამენტის თანახმად, კუბის სამხედრო უწყებასთან არის დაკავშირებული.
ახალი წესები ძალაში ხუთშაბათიდან შევა.