ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

42 კონგრესმენი საქართველოს ნატოში ინტეგრაციას უჭერს მხარს


ჯონ კერისადმი მიწერილ, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდამჭერ წერილს ხელს 42 ამერიკელი კონგრესმენი აწერს

შეერთებული შტატების კონგრესის 42 წევრი სახელმწიფო მდივან ჯონ კერის წერილს უგზავნის, რომელიც რამდენიმე სხვა ქვეყანასთან ერთად, საქართველოსაც ეხება. კერძოდ, კონგრესმენები საგარეო უწყების ხელმძღვანელს მოუწოდებენ 2014 წლის ნატოს სამიტზე საქართველოს მიერ გაწვრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მიღება უზრუნველყოს.

„გთხოვთ მხარი დაუჭიროთ ნატოში მონტენეგროს და მაკედონიის გაწევრიანებას, დაეხმაროთ ბოსნია და ჰერცოგოვინას სამოქმედო გეგმის მიღების პროცესში და მიანიჭოთ საქართველოს სამოქმედო გეგმა (MAP)“ - ნათქვამია კონგრესმენების წერილში. „ჩვენ მტკიცედ გვჯერა ამ ქვეყნების ნატოში ინტეგრაციის მიზანსწრაფვის, რაც გამოიწვევს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებას და რეგიონში სტაბილურობის და უსაფრთხოების მეტად განმტკიცებას“ - აღნიშნავენ ისინი.

ამერიკელი კონგრესმენების წერილს დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძეც გამოეხმაურა. ჟურნალისტებთან საუბარში მან განაცხადა, რომ ჯონ კერისადმი ნატოს სამიტთან დაკავშირებით მიწერილი წერილი „ახალი ხელისუფლების, საქართველოს ძალიან სერიოზული მხარდაჭერაა“.
XS
SM
MD
LG