ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟურნალისტი ფიზიკურ შეურაცხყოფაში კონგრესმენობის რესპუბლიკელ კანდიდატს ადანაშაულებს


მონტანას შტატის კონგრესმენობის რესპუბლიკელი კანდიდატს გრეგ ჯიანფორტეს ბრიტანული გამოცემა „გარდიანის“ ჟურნალისტის ფიზიკურ შეურაცხყოფაში ედება ბრალი. ბენ ჯაკობსმა ოთხშაბათს სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ პოლიტიკოსმა „ის ძირს დააგდო, რის შედეგადაც მისი სათვალე დაიმტვრა“. შემთხვევა კანდიდატის საარჩევნო კამპანიის სათავო ოფისში ქალაქ ბოზმანში მოხდა. ჟურნალისტი ამბობს, რომ ის კანდიდატს ჯანდაცვის ახალი კანონის შესახებ კონგრესის საბიუჯეტო ოფისის შეფასებებზე უსვამდა შეკითხვებს.

„გარდიანის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ჟურნალისტის მიერ შემთხვევისას გაკეთებული აუდიოჩანაწერი. ჩანაწერში ისმის, როგორ ამბობს პოლიტიკოსი პასუხის გაცემაზე უარს, შემდეგ ისმის დაცემისა თუ დარტყმის ხმა და შემდეგ გაბრაზებული ჯიანფორტე უყვირის რეპორტიორს, ითხოვს მისგან ოთახის დატოვებას.

კონგრესმენობის კანდიდატი ჟურნალისტის ქცევას აგრესიულს უწოდებს და მომხდარში მას ადანაშაულებს. თუმცა შემთხვევის თვითმხილველი ფოქს ნიუსის რეპორტიორი საწინააღმდეგოს ადასტურებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG