ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის კანონმდებლები სანქციების კანონპროექტზე თანხმდებიან


ამერიკელმა კანონმდებლებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის საფუძველზეც რუსეთის წინააღმდეგ ახალი, მკაცრი სანქციების კანონპროექტი პრეზიდენტს გაეგზავნება.

სენატორმა ბობ კორკერმა გუშინ განაცხადა, რომ შეთანხმება წარმომადგნელთა პალატის უმრავლესობის ლიდერ კევინ მაკკარტისთან შეხვერას მოჰყვა.

სენატორი კორკერი წარსულში ეწინააღმდეგებოდა კანონპროექტში ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების შეტანას. მისი თქმით, ეს ცალკე კანონპროექტში უნდა მომხდარიყო. თუმცა მან ეს მოსაზრება შეცვალა.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ სანქციების კანონპროექტს. თუმცა ბოლო რამდენიმე კვირაა, თეთრი სახლი ცდილობდა აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის შეენარჩუნებინა სანქციების შერბილების უფლება, აცხადებდა რა, რომ კონგრესის ჩარევა ვლადიმირ პუტინთან უკეთესი ურთიერთობის წარმოებაზე გავლენას მოახდენდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG