ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელს ირანში 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს


ირანის სასამართლომ ამერიკის მოქალაქეს ქვეყანაში უკანონო შეღწევის ბრალდებით 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლოს განცხადებით, საეჭვო პირი სადაზვერვო სამსახურებმა ამოიცნეს და დააკავეს.

ამერიკის მოქალაქის ვინაობა არ სახელდება. ცნობილია, რომ მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს, თუმცა უცნობია, ამერიკის გარდა, სხვა რომელი ქვეყნის პასპორტს ფლობს.

ირანს ორმაგი მოქალაქეობის პირები აშშ-დან, კანადიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ავსტრიიდან და საფრანგეთიდან წარსულშიც არაერთხელ დაუკავებია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG