შეერთებული შტატების ფედერალური პროკურორები აცხადებენ, რომ სამხრეთის შტატ ლუიზიანაში ეკლესიების ხანძრების სერიასთან დაკავშირებული ეჭვმიტანილი დაკავებულია.
ხანძრები ისტორიულად აფრო-ამერიკულ, წმინდა ლენდრის სამრევლოს ეკლესიებში, 26 მარტიდან 4 აპრილამდე დროის მონაკვეთში მოხდა. ხანძრების დროს ტაძრებში ხალხი არ იყო და არავინ დაშავებულა.
ფედერალური პროკურორის, დევიდ ჯოზეფის განცხადებაში ეჭვმიტანილი დასახელებული არ არის, მაგრამ ნათქვამია, რომ ის შტატის მიერ არის დაკავებული.
ლუიზიანის შტატის სახანძრო დაცვის მარშალმა განაცხადა, რომ გამომძიებლებმა სამ ეკლესიაში მომხდარ ხანძრებში „საეჭვო ელემენტები აღმოაჩინეს.“
Facebook Forum