ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ში ჯინპინგი დღეს კონგრესმენებს შეხვდება


ში ჯინპინგი დღეს კონგრესმენებს შეხვდება
ში ჯინპინგი დღეს კონგრესმენებს შეხვდება

ჩინეთის სახელმწიფო მედია ამ დღეებში დიდ დროს უთმობს ვიცე პრეზიდენტის ში ჯინპინგის ვაშინგტონური ვიზიტის გაშუქებას და ამასთანავე, ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობებს მსოფლიოში უმნიშვნელოვანეს კავშირად ხატავს.

ჩინური გავლენიანი გაზეთის „გლობალ თაიმსის“ თანახმად, ისიც კი იქნა ხაზგასმული, რომ შეხვედრა ამერიკის პრეზიდენტსა და ჩინეთის ვიცე პრეზიდენტს შორის წმინდა ვალენტინის დღეს დაემთხვა, რაც ორ ქვეყანას შორის რომანტიული ატმოსფეროს დამადასტურებელი მოვლენაა.

შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში ჯინპინგის მთავრობა სამარცხვინო მოვლენების ეპიცენტრში მოექცა, როცა ტიბეტელი ბუდისტების თვით-დაწვის არაერთი შემთხვევა იქნა გამოვლენილი ჩინური პოლიტიკის გასაპროტესტებლად.

მაგრამ გუშინ, თეთრ სახლში გამართული შეხვედრისას, ჩინელმა ლიდერმა განაცხადა, რომ იგი გააგრძელებს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში დღემდე მიღწეულ უდიდეს და საყოველთაოდ აღიარებულ პროგრესს.

კერძოდ ში ჯინპინგმა განაცხადა: „ჩინეთის მოსახლეობის გათვალისწინებით, ასევე საგრძნობი რეგიონალური მრავალფეროვნებისა და არსებული არათანაბარი განვითარების კონტექსტში, ჩვენ რაღა თქმა უნდა დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, როცა ადამიანების ცხოვრების დონესა და უფლებების დაცვის მდგომარეობაზე ვმუშაობთ. ჩვენ ყოველთვის გადავდგამთ კონკრეტულ და ეფექტურ ნაბიჯებს სოციალური თანასწორობის, სამართლიანობისა და ჰარმონიის მისაღწევად და უფრო მეტად დავიცავთ ადამიანის უფლებებს.“

დღეს ჩინელი ლიდერი კონგრესის ლიდერებთან აპირებს შეხვედრას. დღესვე ჩინელი ვიცე პრეზიდენტი აიოვას შტატში გაემართება. შეერთებულ შტატებში ვიზიტს კი ის კალიფორნიის შტატში დაასრულებს.

XS
SM
MD
LG