ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი აშშ-ის ტარიფებს "ეკონომიკურ ტერორიზმს" უწოდებს


.
.

ჩინეთი, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ ტარიფებს "ეკონომიკურ ტერორიზმს" უწოდებს. ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო ომი 2018 წლის ივლისიდან მიმდინარეობს, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა ასობით ჩინურ პროდუქტზე ახალი ტარიფები დაამტკიცა.

გასულ დეკემბერს, ჩინეთისა და ამერიკის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ ამ სავაჭრო ომის დეესკალაცია უნდა მომხდარიყო და მხარეებს უნდა გაეგრძელებინათ მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმების მისაღწევად. თუმცა, ტრამპმა ცოტა ხნის წინ $200 მილიარდის ღირებულებების ჩინურ პროდუქციაზე ტარიფები გაზარდა.

ჩინეთის ვიცე საგარეო მინისტრი ჟანგ ჰანუი ამბობს, რომ "ჩინეთს სავაჭრო ომი არ სურს, თუმცა ამის არ ეშინია." მან ამერიკული მხარის ქმედებებს "ეკონომიკური ბულინგი უწოდა."

Facebook Forum

XS
SM
MD
LG