ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინური კომპანია ამერიკის სავაჭრო სანქციების გამო საქმიანობას წყვეტს


პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ ის შეეცდება იპოვოს გზა, რომ ჩინურმა ტექნოლოგიურმა ფირმამ “მალე განაახლოს საქმიანობა“. ჩინური კომპანიის ოპერაციებზე ნეგატიური გავლენა ამერიკის მიერ სავაჭრო შეზღუდვების დაწესებამ იქონია. ტრამპმა კვირას სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ „ჩინეთში ბევრი სამუშაო ადგილი დაიკარგა“. კომპანიამ „ZTE“ განაცხადა, რომ მათ საქმიანობა შეაჩერეს.

კომპანიის საქმიანობის შეჩერება, ამერიკის მიერ მისთვის ამერიკული ტექნოლოგიური ნაწარმის ექსპორტი შეწყვეტას მოჰყვა. კომპანია ამერიკაში დამზადებული ნაწილებით „სმართფონებს“, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელს და უკაბელო ინტერნეტ სადგურებს ქმნის.

ვაშინგტონის მხრიდან, კომპანიისთვის ექსპორტის შეწყვეტა მას შემდეგ მოხდა, რაც აღმოჩნდა, რომ ამერიკული ნაწილებისგან დამზადებული ტექნოლოგიით და პროდუქტებით კომპანია ისეთ ქვეყნებთან ვაჭრობდა, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა. ეს კი ამერიკის მიერ ამ ორ ქვეყანაზე დაწესებული სანქციების უხეში დარღვევაა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG