ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის დელეგაცია სავაჭრო ომის მოლაპარაკებას ოპტიმისტურად აფასებს


შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ოთხშაბათს ოპტიმისტურად დამთავრდა.

მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის დეტალებზე ინფორმაცია არც-ერთ მხარეს გაუვრცელებია, ამერიკის მთავარმა მომლაპარაკებელმა ტედ მაკკინიმ, რომელიც სოფლის მეურნეობის მდივნის მოადგილეა ვაჭრობის და უცხო ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობის დარგში, განაცხადა, რომ მოლაპარაკებამ „მშვენივრად“ ჩაიარა და რომ ეს რაუნდი „ჩვენთვის კარგი იყო.“

მაკკინის განცხადებას ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ტვიტერზე“ გამოეხმაურა და თქვა, რომ „ჩვენ ძალიან კარგად მივდივართ!“

ჩინელი და ამერიკელი მომლაპარაკებლების სამუშაო შეხვედრები ორშაბათს დაიწყო და სამშაბათს უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ ჯგუფის შეხვედრა დამატებით ერთი დღე გაგრძელდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG