ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ მზადაა პეკინთან თანამშრომლობისთვის


შეერთებული შტატების ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მზადაა პეკინთან ითანამშრომლოს იმისთვის, რომ აზიაში რეგიონალური ინსტიტუტები გაამყაროს.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე კურტ კემბელმა ეს განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას გააკეთა. ბატონი ჩიუ ტიანკაი ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება.

ორი ქვეყნის დიპლომატმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში რეგონალური გამოწვევების ერთობლივად დაძლევის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. გარდა ამისა, განიხილეს ბირმისა და ჩრდილოეთ კორეის განვითარების საკითხებიც.

XS
SM
MD
LG