ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი პენტაგონის განცხადებას აპროტესტებს


ჩინეთი პენტაგონის განცხადებას აპროტესტებს
ჩინეთი პენტაგონის განცხადებას აპროტესტებს

ჩინეთის მთავრობა აპროტესტებს შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს განცხადებას იმასთან დაკავშირებით,რომ
ჩინეთის სამხედრო შეიარაღების მოდერნიზაცია რეგიონალურ სამხედრო ბალანსს დაარღვევს.
სახელმწიფო სიანფორმაციო სააგენტოს განცხადებით, ამერიკის მთავრობის განცხადება ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული. მითუმეტეს მაშინ, როდესაც შეერთებული
შტატები სამხედრო შეიარაღებაზე ჩინეთზე გაცილებით მეტ თანხას ხარჯავს.
პენტაგონის მიერ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩინეთის სამხედრო შეიარაღების მსგავსი ტემპით განვითარების შემთხვევაში, ის უახლესი 10 წლის განმავლობაში მსოფლიოში წამყვან სამხედრო სახელმწიფოდ გადაიქცევა.

XS
SM
MD
LG