ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ჩინეთის არმიის 4 ოფიცერს, ინფორმაციის მოპარვაში სდებს ბრალს


აშშ-ის სამართალდამცავი ორგანო, ჩინეთის არმიის 4 მაღალჩინოსანს, უმსხვილესი ამერიკული საკრედიტო ბიუროდან ინფორმაციის მოპარვაში ოფიციალურად სდებს ბრალს. საქმე ეხება 2017 წელს, "ეკვიფაქსიდან" (Equifax) მოპარულ პერსონალურ მონაცემებს. ჰაკერებმა მაშინ ამერიკის მოსახლეობის თითქმის ნახევრის პირადი ინფორმაციის მოპარვა შეძლეს.

ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰაკერული თავდასხმისას, ატლანტის შტატში დაფუძნებული კომპანიიდან, 145 მიოლიონი ამერიკელის მონაცემები მოიპოვეს - სახელები, დაბადების თარიღები, სოციალური დაზღვევის და მართვის მოწმობის ნომრები. ასევე - ასობით ათასი ამერიკელის საკრედიტო ბარათების მონაცემები. ოთხივე ჩინელი ოფიცერი, ასევე ბრალდებულია ამერიკის სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში.

ჰაკერული თავდასხმისას, ამერიკის მოქალაქეებთან ერთად, დაზარალდნენ კანადისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებიც.

ვაშინგტონში გამართული პრესკონფერენციის შემდეგ, სადაც ბრალდებების შესახებ აშშ-ის გენერლურმა პროკურორმა ისაუბრა, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ჩინეთის მთავრობა და სამხედრო პირები, კიბერ ქურდობაში არასდროს ჩართულან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG