ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გეიტნერმა პეკინში მოლაპარაკებები გამართა


გეიტნერმა პეკინში მოლაპარაკებები გამართა
გეიტნერმა პეკინში მოლაპარაკებები გამართა

შეერთებული შტატების ხაზინის მდივანი ტიმოთი გეიტნერი პეკინში ჩინეთის ოფიციალურ პირებს შეხვდა. დღის წესრიგის მთავარი თემა ირანის წინააღმდეგ ამერიკის მიერ ეკონომიკური სანქციები და ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ეკონომიკური კავშირების გაუმჯობესება იყო.

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტთან ში ჟინპინთან შეხვედრისას გეიტნერმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს ჩინეთთან „ძალიან ძლიერი თანამშრომლობითი ურთიერთობა სურს“, რომელიც დაფუძნებული იქნება გლობალურ ეკონომიკურ ზრდაზე და ბირთვულ გაუვრცელებლობაზე. ჩინეთის ოფიციალური მედია-სააგენტოს განცხადებით, ორივე მხარე მჭიდრო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე შეთანხმდა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს გლობალური ეკონომიკის გაჯანსაღებას.

XS
SM
MD
LG