ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კენჭისყრა ამერიკის სენატში


კენჭისყრის პროცესს ქვეყნის ბიუჯეტის კანონპროექტს უკავშირდება

ამერიკის სენატი, სადაც უმრავლესობა დემოკრატებს აქვთ, დღეს კენჭისყრის პროცესს იწყებს ქვეყნის ბიუჯეტი კანონპროექტზე. რესპუბლიკელები უარს აცხადებენ დემოკრატი პრეზიდენტი ბარაკ ობამას მიერ ინიცირებული ჯანდაცვის რეფორმის დაფინანსებაზე. რეფორმის საფუძველზე ამერიკაში მილიონობით ადამიანს ჯანდაცვის დაზღვევის ყიდვის საშუალება მიეცემა.
რესპუბლიკელების მიერ ბიუჯეტის დამტკიცებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ტეხასის რესპუბლიკელი სენატორი ტედ კრუზი უდგას სათავეში, რომელმაც სენატის მოსმენების დარბაზში დებატები გუშინ დაიწყო და დღეს გამთენიისას დაასრულა.
სენატორი კრუზი რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებული წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული საბიუჯეტო კანონპროექტის მომხრეა, რომელიც ობამას ჯანდაცვის რეფორმის დაფინანსებაზე უარს აცხადებს.
XS
SM
MD
LG