ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფედერალური ბიუჯეტი - განხეთქილების საგანი


ფედერალური ბიუჯეტი - განხეთქილების საგანი

სამშაბათს ერისადმი მიმართვაში პრეზიდენტმა ობამამ ორპარტიული თანამშრომლობის დაწყების სურვილი გამოთქვა და განაცხადა, რომ ერმა მომავლისკენ ერთობით უნდა იაროს. პრეზიდენტის გამოსვლას ორივე პარტიის მხრიდან მოჰყვა შეფასებები. ამ თემაზე „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი მაიკლ ბოუმანი მუშაობდა. რიჩარდ დურბინი ილინოისის შტატიდან დემოკრატი კონგრესმენია.

„პრეზიდენტმა კონგრესს განათლების, ინოვაციის და რეკონსტრუქციაში ინვესტირებისკენ მოუწოდა. რესპუბლიკელები კი განაგრძობენ იმ ბიუჯეტის მხარდაჭერას, რომელიც სტაგნაციას და თვითკმაყოფილებას გამოიწვევს.“

ამავდროულად, ბევრი რესპუბლიკელი დემოკრატებს ქვეყნის ფინანსურ თვითმკვლელობამდე მიყვანასა და ეკონომიკის დანგრევაში ადანაშაულებს. ორინ ჰაჩი იუტას შტატიდან რესპუბლიკელი სენატორია.

„პრეზიდენტმა ისაუბრა იმ უზარმაზარი ვალის შესახებ, რომელიც არსებობს და რომ ამ ვალის შემცირება მისი ვალდებულებაა. თუმცა, საქმეები უფრო მრვალისმეტყველია ვიდრე სიტყვები. სამწუხაროდ, ის ინვესტიციებზე იმ თანხების დახარჯვის ვალდებულებას იღებს, რაც უბრალოდ არ გვაქვს.“

ქვეყნის უარყოფითი ფისკალური მდგომარეობის გამოსასწორებლად სენატორი ჰეთჩი 1997 წელს წამოყენებული ინიციატივის განხორციელებას ითხოვს. ამ წინადადების მიხედვით, შეერთებული შტატების კონსტიტუციაში უნდა შევიდეს დამატება, რომელიც საომარი ვითარების გარდა ბიუჯეტის დაბალანსებას მოითხოვს. ამ ინიციატივას ასევე მხარს უჭერს ნევადელი რესპუბლიკელი სენატორი ჯონ ენსაინიც.

„2020 წლისთვის ჩვენ არსებული ეროვნული ვალიდან 1 ტრილიონი გვექნება გადასახდელი, რაც მძიმე ტვირთია. აუცილებელია, რომ ჩვენ კონსტიტუციაში ბალანსირებული ბიუჯეტის მოთხოვნა გვქონდეს. დანახარჯების შეკვეცისთვის ხმის მიცემა რთულია. უფრო ადვილია ხელახალ არჩევნებში მონაწილეობა და ფულის დახარჯვა, ვიდრე ხარჯების შეკვეცისთვის ხმის მიცემა,“ -აცხადებს ნევადელი სენატორი.

ქვეყნის კონსტიტუციაში დამატების შეტანას კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ხმათა ორი-მესამედი სჭირდება, ხოლო სენატში კი სამი-მეოთხედი. დემოკრატების განცხადებით, თუკი რესპუბლიკელები ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას სერიოზულად აპირებენ მაშინ, მათ არ უნდა უნდა შეწყვიტონ მდიდრებისთვის შემცირებული გადასახადების მხარდაჭერა. რესპუბლიკელები კი ამ ბრალდებას არ ეთანხმებიან. ისინი თავის მხრივ პრეზიდენტ ობამას მიერ ინიცირებულ გეგმას ეწინააღმდეგებიან, რომელიც შიდა ფედერალური ხარჯების 5 წლიან გაყინვას ისახავს მიზნად.


XS
SM
MD
LG