ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ელჩი რუსეთში ამ კვირაში დაბრუნდება


ჯონ სალივანი, აშშ-ის ელჩი რუსეთში

ჯონ სალივანი, ამერიკის ელჩი რუსეთში, მოსკოვში ამ კვირის განმავლობაში დაბრუნდება. განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა 21 ივნისს გააკეთა.

ელჩების სამუშაო ადგილზე დაბრუნებაზე პრეზიდენტები ჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი 16 ივნისს გამართულ ჟენევის სამიტზე შეთანხმდნენ. რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი ვაშინგტონში 20 ივნისს სამთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

რუსულ მედიასთან საუბარში ანტონოვმა თქვა, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი და მისი სურვილია, ხელი შეუწყოს "თანაბარი და პრაგმატული" ურთიერთობის ჩამოყალიბებას. ანტონოვი მოსკოვში მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ამერიკის პრეზიდენტმა ჟურნალისტის კითხვაზე, მკვლელია თუ არა პუტინი, დადებითი პასუხი გასცა.

ამის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუარესებას ვაშინგტონის მიერ რუსეთზე დაწესებულმა სანქციების მორიგმა რაუნდმაც შეუწყო ხელი. მიზეზი კიბერშეტევები, არჩევნებში ჩარევა, აგრესია უკრაინაში და რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაპატიმრება იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG