ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიდევ ერთი ამერიკული ავიამზიდი სპარსეთის ყურეში


ამერიკა სპარსეთის ყურეში კიდევ ერთ ავიამზიდს აგზავნის. ეს არის შეერთებული შტატების პირველი ბირთვული იარაღით აღჭურვილი ხომალდი USS Enterprise, რომელზეც 8 ატომური რეაქტორია განლაგებული.

ავიამზიდმა ვირჯინიის სამხრეთ ნაპირი კვირას დატოვა. ამერიკის საზღვაო ფლოტის განცხადებით მისი დანიშნულება ხმელთაშუა ზღვაში და სპარსეთის ყურეში რეგიონალური სტაბილურობის და საზღვაო უსაფრთხოების დაცვაა.

1961 წელს აშენებული „ენთერფრაისი“ თავის დროზე 451 მილიონი დოლარი დაჯდა. ისტორიულმა ავიამზიდმა მონაწილეობა მიიღო კუბის კრიზისის დარეგულირებაში, ვიეტნამის და ერაყის ორივე ომში. ხომალდზე 200 ათასზე მეტმა მეზღვაურმა იმსახურა და წლის ბოლოს მისი საბოლოო დემობილიზაცია იგეგმება.

XS
SM
MD
LG