სააგენტოს უმაღლესი ისნპექტორი, რომლის ფუნქციაც ამერიკელების ფრენის უსაფრთხოებაა აცხადებს, რომ უსფრთხოების ხარვეზებით ღრმად შეშფოთებულია.
ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაციამ ვერ შეძლო გამოეაშკარავებინა ტერორიზმთან კავშირების მქონე 73 თანამშრომელი, ასევე ჩატარებული ტესტების 96% შემთხვევაში ვერ მოახერხა ყალბი იარაღის და სახიფათო ნივთების გამოვლენა.
2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმისგან 14 წლის შემდეგ შეერთებული შტატების ავიაციის უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ასევე ჩნდება კითხვა - ახერხებს თუ არა ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაცია მგზავრების დაცვას.
ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაცია ყოველდღიურად ორ მილიონამდე მგზავრს ამოწმებს, რაც წელიწადში 660 მილიონს უდრის, ეს უდიდესი მისიაა,.რონ ჯონსონი, რესპუბლიკელი სენატორი
შიდაუსაფრთხოების გენერალურმა ინსპექტორმა, ჯონ როტმა სენატში გამოსვლისას განაცხადა, რომ მისმა გუნდმა ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაციის მიერ აეროპორტის შემოწმების ჩატარებისას „მნიშვნელოვანი ხარვეზები“ გამოავლინა:
„ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაციის შესაძლებლობებით. ტრასნპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაციას არ შეუძლია არც ერთი საფრთხის უგულებელყოფა პოტენციური კატასტროფული შედეგების გარეშე. ტერორისტს მხოლოდ ერთი შანსი სჭირდება.“
გამოვლენილმა ხარვეზებმა კანონმდებლებს განგაშის საფუძველი მისცა, მათ შორის სენატორ რონ ჯონსონს.
“ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაცია ყოველდღიურად ორ მილიონამდე მგზავრს ამოწმებს, რაც წელიწადში 660 მილიონს უდრის, ეს უდიდესი მისიაა,” ამბობს ჯონსონი.
თუ ტერორისტული დაჯგუფება ამაზე დაფიქრდება, ახლა შედარებით ადვილია თვითმფრინავში პატარა ბომბის ატანა და მისი ჰაერში აფეთქება.რობერტ მაკლინი, ფედერალური ავიაციის მარშალი
მამხილებლები რამდენიმე პრობლემაზე მიუთითებენ, მათ შორის ამერიკის აეროპორტებში მგზავრების დიდი ჯგუფების შემოწმებისას უყურადღებობაა. რებეკა როერინგი უსაფრთხოების ადმინისტრაციას მინეაპოლის - სენ-პოლის საერთაშორისო აეროპორტში ზედამხედველობს:
„მგზავრების სწრაფი შემოწმებისთვის ტრანსპორტის ადმინისტრაცია წინასწარი შემოწმებულის სტატუს ანიჭებს მაგალითად ჰელოუინის ტკბილეულს, მიუხედავად პროცესის აღიარებული ხარვეზებისა.“
ასევე საფრთხის შემცველი თვითნაკეთი ფეთქებადი ნივთიერებები, ამბობს ფედერალური ავიაციის მარშალი - რობერტ მაკლინი:
„თუ ტერორისტული დაჯგუფება ამაზე დაფიქრდება, ახლა შედარებით ადვილია თვითმფრინავში პატარა ბომბის ატანა და მისი ჰაერში აფეთქება.“
მგზავრები ვაშინგტონის მახლობლად ამბობენ, რომ სიმშვიდე დაკარგეს
კეიტ მარტონი, მგზავრი: „მეშინია. სხვაგვარად არც ვიცი როგორ უნდა იყოს.“
გეილი რობსონი, მგზავრი:„გულწრფელად შოკირებული ვარ. 11 სექტემბრის შემდეგ იმხელა პანიკა იყო, ჩვენ ბევრი ადამიანი მხოლოდ იმიტომ დავიქირავეთ, რომე ეს შეგვეძლო. არ ვარ დაწრმუნებული, რომ ისინი სათანადოდ შევამოწმეთ.“
სენატორი ტომ კარპერი ადმინისტრაციისგან მეტს ელის.
„ჩვენ სრულყოფილებაზე უნდა ვკონცენტრირდეთ. ამას ვერასდროს მივაღწევთ, მაგრამ ეს ჩვენი მიზანი უნდა იყოს.“
უკანასკნელი ტერორისტული გეგმების ჩაშლის მიუხედავად, კანონმდებლები შიშობენ, რომ ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაციაში ვითარება თუ არ შეიცვალა, ტერორიზმის წარმატება მხოლოდ დროის საკითხი იქნება.