ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიშელ ობამამ აფრიკული ტურნე დაიწყო


მიშელ ობამამ აფრიკული ტურნე დაიწყო
მიშელ ობამამ აფრიკული ტურნე დაიწყო

ამერიკის პირველი ლედი მიშელ ობამა აფრიკაში ერთ კვირიან ვიზიტს დღეს იოჰანესბურგში დაიწყებს.

სამხრეთ აფრიკაში ის პრეზიდენტ ჯაკობ ზუმას და არქიეპისკოპოს ტუტუს შეხვდება.

იოჰანესბურგში მიშელ ობამა ნელსონ მანდელას ფონდს ეწვევა, სადაც მანდელას მეუღლეს შეხვდება და სამხრეთ აფრიკის აპარტეიდის მუზეუმს დაათვალიერებს.

პირველი ლედი და მისი ქალიშვილები მალია და საშა სამხრეთ აფრიკის ქალაქ პრეტორიაში დღეს ჩავიდნენ. მათთნ ერთად პრეზიდენტი ობამას დედაც მოგზაურობს.

მიშელ ობამას განცხადებით, აფრიკის კონტინენტზე ვიზიტის განმავლობაში ის ახალგაზრდებს კონტინენტის ისეთი პრობლემების გადაჭრისკენ მოუწოდებს, როგორიცაა შიმშილი, სიღატაკე და კლიმატური ცვლილებები.

XS
SM
MD
LG