ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა ავღანეთში დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ იბრძოლებს


ამერიკის ძალები ავღანეთში ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძოლებენ. ტერორისტული დაჯგუფების თვითგამოცხადებული „ხორასანის“ დანაყოფი, ავღანეთის და პაკისტანის საზღვარზე მთიან ნაწილს აკონტროლებს. როგორც დონალდ ტრამპმა ავღანეთისადმი ვაშინგტონის ახალი პოლიტიკის გაცნობისას აღნიშნა ავღანეთში, ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში გადაწყვეტილების მიღებას, ადგილზე მყოფ მეთაურებს მიანდობს.

ავღანეთში ამერიკის ძალების მეთაურის, ჯონ ნიკოლსონის განცხადებით ამერიკას შეუძლია და აუცილებლად დაამარცხებს „ისლამურ სახელმწიფოს“ ავღანეთში.

„ჩვენ შეგვიძლია და დავამარცხებთ ისლამურ სახელმწიფოს მომავალში“, - განუცხადა ნიკოლსონმა მან ამერიკის ხმას. „ჩვენი მთავარი მიზანი ამ წელს არის მათ შევუშალოთ ხელი ნანგარჰარში ხალიფატის შექმნისგან და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ“, - დაამატა მან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG