ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელ ჯარისკაცს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს


ამერიკელ ჯარისკაცს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
ამერიკელ ჯარისკაცს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

შეერთებული შტატების სამხედრო ტრიბუნალმა ამერიკელ ჯარისკაცს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ავღანელი სამოქალაქო პირების მკვლელობის გამო.

23 წლის ადამ ვინფელდი მკვლელობაში თანამონაწილეობისა და ნარკოტიკების მოხმარებისთვის გაასამართლეს.

ის ამერიკელ ქვეითთა 5 კაციანი დამრტყმელი ბრიგადის წევრი იყო, რომლებმაც თვითნებურად მოკლეს უდანაშაულო სამი ავღანელი სამოქალაქო პირი და შემდეგ ეს ინციდენტი საბრძოლო მოქმედების შედეგად გაასაღეს.

თავად ვინფელდმა განაცხადა, რომ მას იაძულებდნენ ამგვარ მკვლელობებში მიეღო მონაწილეობა. სამხედრო პროკურორების განცხადებით ჯგუფის ლიდერის სერჟანტ კალვინ გიბსის სამხედრო ტრიბუნალი მოგვიანებით გაიმართება.

XS
SM
MD
LG