ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაბული გამოძიებას ითხოვს


ოთხშაბათს ვაშინგტონში სახელმწიფო მდივანმა ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღო. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით, ამერიკულ-ავღანურ ურთიერთობებში მძიმე პერიოდი დგება, რაც ამერიკულ ბაზაზე ყურანის დაწვის ფაქტს და ამერიკელი ჯარისკაცის მიერ 16 ავღანელის მკვლელობას უკავშირდება.

„ეს პირადად ჩემთვის და პრეზიდენტისთვის ძალიან მტკივნეულია და ეს ფაქტები არ უნდა გაიგივდეს შეერთებულ შტატებთან და ამერიკელ ხალხთან. ჩვენ მადლობელნი ვართ, რომ ეს კარგად ესმის ავღანეთის მთავრობას და ავღანელ ხალხს,“ - განაცხადა კლინტონმა.

ავღანეთის საგარეო საქმეთა საქმეთა მინისტრმა ზალმაი რასულმა კი თავის მხრივ აღნიშნა, რომ ქაბულს და ვაშინგტონს ურთიერთობის გამოსასწორებლად სანდო გამოძიების ჩატარება ესაჭიროებათ.

„ჩვენ ველოდებით სწრაფ და გამჭვირვალე გამოძიებას და დამნაშავე პირების დასჯას. ეს კი შეერთებული შტატების მიმართ ავღანელი ხალხის ნდობას და მეგობრობას კიდევ უფრო გაამყარებს,“ - განაცხადა რასულმა.

XS
SM
MD
LG