ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იემენში ამერიკელი მასწავლებელი მოკლეს


იემენში ამერიკელი მასწავლებელი მოკლეს. იემენის ხელისუფლების განცხადებით ქალაქ თაიზში შვედური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს.

იემენის უშიშროების სამსახურის განცხადებით ტერორისტებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია, თუმცა ხელისუფლება ამ ტერაქტის მოწყობაში ალ-ყაიდას ადანაშაულებს.

ამერიკელის მკვლელობამდე სამი დღით ადრე იემენის საპორტო ქალაქ ჰოდეიდაში შვედურის მასწავლებელი გაიტაცეს.

იემენიდან პრეზიდენტ სალეჰის გაძევების შემდეგ ქვეყანა კიდევ უფრო დიდმა ქაოსმა მოიცვა, ამით ისარგებლეს ალ-ყაიდას მეომრებმა და რამდენიმე ქალაქზე დააწესეს კონტროლი.

დღეს იემენის არმიამ ალ-ყაიდას ხელში გადასული ორი ქალაქი, ზინჯიბარი და ჯაარი რაკეტებით დაბომბა.

XS
SM
MD
LG