ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატის დაზვერვის კომიტეტი FBI-ის ყოფილ დირექტორს ხვალ საჯაროდ დაკითხავს


ჯეიმს კომი, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორობიდან დაახლოებით ერთი თვის წინ გადააყენა, ხუთშაბათს სენატის წინაშე წარდგება. ყოფილ დირექტორს დაზვერვის კომიტეტის წევრების შეკითხვებზე მოუწევს პასუხების გაცემა.

ეს იქნება კომის პირველი საჯარო გამოსვლა 9 მაისის ანუ მას შემდეგ, რაც ტრამპმა ის მოულოდნელად გაათავისუფლა. კომი სწორედ იმ გამოძიებას ხელმძღვანელობდა, რომელმაც უნდა დაადგინოს, დაეხმარა თუ არა საარჩევნო კამპანიისას რუსეთის მთავრობა დონალდ ტრამპს დემოკრატი კონკურენტის დამარცხებაში.

კომისთან დაახლოებული პირები მისი გათავისუფლების შემდეგ ამბობდნენ, რომ ის თეთრ სახლში პრეზიდენტთან გამართული შეხვედრების შესახებ დეტალურ ჩანაწერებს აკეთებდა.

სენატის კომიტეტში კომის დაკითხვა ხუთშაბათს, ვაშინგტონის დროით დილის ათ საათზე დაიწყება: მოითხოვდა თუ არა პრეზიდენტი კომისგან მის მიმართ ერთგულების პირობას? მოითხოვდა თუ არა ის ყოფილი ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველის მაიკლ ფლინის შესახებ გამოძიების შეწყვეტას;

მიაჩნია თუ არა კომის, რომ ტრამპის ქმედებები რუსეთთან დაკავშირებული გამოძიებისთვის ხელისშეშლის მცდელობა იყო და შეუძლია თუ არა მას ტრამპის ახლო წრეებისა და რუსეთის მთავრობას შორის შესაზლო კავშირების დამკიცება?

Facebook Forum

XS
SM
MD
LG