ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„მომავალი ხელისუფლება კოალიციური ძალებით უნდა იყოს ფორმირებული“ - ნიკა მელია


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“თავმჯდომარის და ლიდერების ოფიციალური ვიზიტი ვაშინგტონში გრძელდება. ვიზიტის მეორე დღეს მათ შეხვედრა გამართეს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის უფროს წევრთან, სენატორ რონ ჯონსონთან. ასევე სენატორების, ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის წარმომადგენლებთან.

„ამერიკის ხმასთან“ საუბრისას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ სენატში გამართულ ორსაათიან შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემა პარტიის სამომავლო ხედვები და გეგმები იყო.

„სენატორი ჯონსონი დაინტერესებულია, როგორც კარსმომდგარი არჩევნებით, ასევე რუსეთის გავლენით ჩვენს ქვეყანაში, რეგიონში უსაფრთხოების საკითხებით და იმ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხარისხით, რომელიც დღეის მდგომარეობით ქვეყანაში არსებობს. ჩვენ რა თქმა უნდა გვერდს ვერ ავუვლიდით ოლიგარქიულ ხელისუფლებაზე საუბარს და ძალიან სამწუხაროა, რომ ჯერჯერობით, ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც ვაშინგტონში ჩამოდიან, უწევთ საუბარი არა მხოლოდ განვითარებაზე, პროგრესზე, არამედ ოლიგარქიულ რეჟიმზე, რომელიც ბედის უკუღმართობით ჩვენს ქვეყანას დაატყდა თავს“ - ამბობს ნიკა მელია.

ნიკა მელია ვაშინგტონში ვიზიტის შესახებ საუბრობს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:11 0:00

თუმცა, მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება შეხვედრის ძირითადი სასაუბრო თემა არ ყოფილა. „მე მას გავაცანი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ სამოქმედო გეგმები და ის ხედვა, რომლითაც მე ვარ აღჭურვილი და ჩემი კონკრეტული ხედვა მომავალ ხელისუფლებასთან დაკავშირებით. მე მიმაჩნია, რომ მომავალი ხელისუფლება, ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა იყოს ფორმირებული კოალიციური ძალებით, რაც ხელს შეუწყობს ვითარების ნორმალიზებას ქვეყნის შიგნით, განამტკიცებს პოლიტიკურ სტაბილურობას და დარწმუნებული ვარ კოალიციური ხელისუფლების პირობებში, საერთაშორისო თანამეგორბების მხარდაჭერა ერთი ორად გაიზრდება“ - აცხადებს „ამერიკის ხმასთან საუბრისას „ენმ“-ის თავმჯდომარე.

თინა ბოკუჩავა ვაშინგტონში ვიზიტის შესახებ საუბრობს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:09 0:00

„ვაშინგტონში ძალიან კარგად იციან იმ ვალდებულების შესახებ, რომელიც შარლ მიშელიდ ოკუმენტის ფარგლებში „ქართულ ოცნებას“ აქვს აღებული და მოელიან, რომ ეს რეფორმების დღის წესრიგი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე განხორციელდება, სადაც იმედი გვაქვს, რომ ძალიან ბევრი დამკვირვებელი იქნება“ - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა. მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას.

თინა ბოკუჩავა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
თინა ბოკუჩავა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"

„ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ პროდასავლური ოპოზიციის თანამშრომლობა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე იზიარებენ ჩვენს შეხედულებას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა სასამართლო სისტემის რეფორმირებაა. დეტალურად იციან იმის შესახებ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მოსამართლე წევრების დანიშვნა მოხვდა იმგვარად, რომ ეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას. ამაზე მკაფიო განცხადება გააკეთა აშშ-ის ელჩმა, ქალბატონმა კელი დეგნანმა და ბუნებრივია ეს განწყობა არის ასევე სენატში, ისევე როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებში, რომლებსაც ასევე შევხხვდით. ამიტომ ისინი თვალ-ყურს ადევნებენ, რომ ვალდებულებები, რომელიც „ქართულმა ოცონებამ“ აიღო, განხორციელდეს. ჩვენი ხედვაა, რომ მომავალი ხელისუფლება უნდა იყოს კოალიციური და უნდა შედგებოდეს პროდასავლური კოალიციური მთავრობისგან“ - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

ნონა მამულაშვილი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
ნონა მამულაშვილი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"

„განცდა, რომ საქართველო საერთაშორისო რუკიდან არის წაშლილი, სიმართლეს აბსოლუტურად არ შეესაბამება. ჩვენმა მეგობრებმა დაგვარწმუნეს, რომ ისინი ბოლომდე მოაზრებენ თავს ქართული დემოკრატიის მხარდამჭერებად“ - ამბობს ამერიკის ხმასთან საუბრისას „ენმ“-ის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ნონა მამულაშვილი. ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შემდეგ ის ამბობს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტემნტი, საქართველოს შესახებ სტრატეგიის შემუშავებაზე მუშაობს.

„როგორც ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა სახვადსხვა შეხვედრაზე გვითხრეს, სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს შესახებ სტრატეგიაზე მუშაობს და ეს არის პირველი ამგვარი შემთხვევა, როდესაც კონკრეტულად საქართველოს შესახებ იქნება სტრატეგია დადებული. აღარ მაქვს განცდა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საქართველო რუსეთის გავლენას დაუბრუნდება იმიტომ, რომ ჩვენი მეგორბები ამ რთულ პერიოდში ჩვენს მიტოვებას არ აპირებენ“ - აცხადებს მამულაშვილი.

ნონა მამულაშვილი ვაშინგტონში ვიზიტის შესახებ საუბრობს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:46 0:00

მისივე თქმით, რამდენიმე შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო “ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, ხელი არ მოეწერა შარლ მიშელიდ დოკუმენტზე. „ჩვენი პარტნიორები ხვდებიან, რატომ არ აწერს „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებას ხელს. ჩვენ ასევე ვთქვით, რომ ჩვენთვის პრობლემატურია ამნისტიის საკითხი და ავუხსენით კონკრეტულად, რატომ არის პრობლემური ეს ამნისტია. ასევე ვუთხარით, რომ მოლაპარაკების სივრცე არსებობსა და ამ ეტაპზე ხელმოწერაზე უარის თქმა არ ნიშნავს, რომ ჩვენ მომავალში არ გადავხედავთ ჩვენს გადაწყვეტილებას. მაგრამ, ამ ეტაპისტვის ის მტკივნეული პრობლემა, რაც არის ამნისტია, არის მუღებელი. ჩვენ დავარწმუნეთ, რომ აბსოლუტურად ყველა პროცესში მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ ამნისტის შესახებ კანონი ასეთი სახით არ უნდა იქნეს მიღებული“ - აცხადებს მამულაშვილი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ვიზიტი ვაშინგტონში კვლავ გრძელდება, სენატში გუშინ 15 ივნისს გამართულ შეხვედრამდე, ისინი უკვე შეხვდნენ სახელმწიფო დეპარტამენტისა და უშისროების საბჭოს წარმომადგენლებს, ასევე სხვადასხვა ანალტიკური ცენტრისა და ფონდი ხელმძღვანელ პურებს, - შეხვედრები გაიმართა „ატლანტიკურ საბჭოში“, „ჯეიმსთაუნის ფონდში“ და „ჰერიტიჯის ფონდის ხელმძღვანელთან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG