ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი სენატორის კრიტიკული წერილი საქართველოს მთავრობას


პოლიტიკური დევნა, ჩაგდებული საკონსტიტუციო ცვლილებები და მოსამართლეების შერჩევის პროცესი - ეს ის საკითხებია, რომლებზეც საქართველოს მთავრობამ ამერიკის შეერთებული შტატებიდან კიდევ ერთი კრიტიკული წერილი მიიღო.

წერილი ამჯერად საქართველოს მთავრობას სენატორმა როჯერ ვიკერმა მიწერა, სადაც წერია:

„ვიცი, რომ თქვენ გაიზიარებთ ჩემს ენთუზიაზმს, რომ საქართველომ გააგრძელოს დემოკრატიული განვითარება, სწორედ ეს არის ჩემი წერილის მიზანი. გასულ თვეში პარლამენტის წევრებმა “ქართული ოცნებიდან” ჩააგდეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც ქვეყანას სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადაიყვანდა 2020 წელს. ამის შესახებ კი დაპირება თავად პარტია “ქართულმა ოცნებამ” დადო. ამ საარჩევნო სისტემას ჰქონდა მხარდაჭერა როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ და ამ ცვლილებების მიღება იქნებოდა, საქართველოს გრძევადიანი დემოკრატიის განვითარების შესაძლებლობა. სამწუხარო სურპრიზმა საზოგადოებაში უკვე შეარყია ნდობა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისადმი,“ წერს სენატორი როჯერი.

წერილში ამერიკელი სენატორი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს უზრუნვერლყოს არჩევნების სამართლიანი და თანაბარ პირობებში წარმართვა.

„არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლებია დარჩენილი. მე მოგიწოდებთ რომ სწრაფად მოხდეს შეჯერება საარჩევნო სისტემაზე და გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. რომლებიც იქნება ფართო საზოგადოების მიერ მხარდაჭერილი და უზრუნველყოფს არჩევნების თანაბარ პირობებში გამართვას,“ წერს სენატორი.

სენატორის წერილი საქართველოს მთავრობამ გასული წლის 19 დეკემბერს მიიღო, რომელშიც ასევე გამახვილებულია ყურადღება მოსამართლეების შერჩევის პროცესზე. სენატორი ამბობს, რომ პროცესმა საზოგადოებაში უნდობლობა გამოიწვია და ის არ იყო გამჭვირვალე.

„ბოლო პერიოდში სამართლებრივი დევნა დაიწყო რამდენიმე პოლიტიკოსზე და დამოუკიდებელი მედიასაშუალების მიმართ, რაც შეშფოთებას იწვევს,“ წერს სენატორი საქართველოს მთავრობისთვის გაგზავნილ წერილში.

წერილში სენატორი ასევე ხაზს უსვამს, რომ ბოლო 16 წლის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა წინ დემოკრატიული ცვლილებებისთვის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG