ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰანტსმენი: რუსეთთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად უკრაინა მნიშვნელოვანია


ჯონ ჰანტსმენი, სოლტ ლეიკ სითი, 7 ოქტომბერი, 2017

7 ოქტომბერს, აშშ-ის ახალმა ელჩმა რუსეთში ჯონ ჰანტსმენმა განაცხადა, რომ უკრაინის სუვერენიტეტის აღდგენა და ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებების წარმოება რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების გზაზე მისთვის ცენტრალური საკითხები იქნება.

იუტის შტატის ყოფილი გუბერნატორი ჰანტსმენი ამბობს, რომ ორმხრივი ურთიერთობები ახლა დაბალ ნიშნულზეა და ბევრი ამერიკელი მიიჩნევს, რომ რუსეთს აშშ-ში დემოკრატიული წყობილების ძირის გამოთხრა სწადია. ამავე დროს, აშშ-ში გრძელდება გამოძიებები რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით აშშ-ის არჩევნებში და ჰანტსმენი შენიშნავს, რომ ეს საკითხი უკვე პარტიულ ჩარჩოებს გასცდა.

ჰანტსმენი ამერიკის სენატმა მარტივად დაამტკიცა რუსეთში აშშ-ის ელჩად. ვაშინგტონში ის რუსეთიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა, პრეზიდენტ ტრამპს კი პარასკევს შეხვდა.

დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ ტვიტერში განაცხადა, რომ ფხენიანთან მოლაპარაკებების მცდელობა დროის კარგვა იყო.

ჰანტსმენმა შაბათს, სოლტ ლეიკ სიტიში დახურული ცერემონიისას, აღნიშნა რომ მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურს, თუმცა პირველი ნაბიჯი უკრაინისთვის კონტროლის გადაბარება იქნება ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჯონ ჰანტსმენი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს 3 ოქტომბერს შეხვდა და მას რწმუნებათა სიგელი გადასცა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG