ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

79 მხარდამჭერი, 15 წინააღმდეგი - გაეროს რეზოლუცია დევნილთა სტატუსის შესახებ


გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ნიუ-იორკი

79 მხარდამჭერი, 15 წინააღმდეგი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვლითა სტატუსის შესახებ, გაერომ მორიგი რეზოლუცია მიიღო. 57-მა წევრმა, კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

კენჭის ყრის შედეგები
კენჭის ყრის შედეგები

გასულ წელს, რეზოლუციას მხარი 81-მა ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა 16-მა ქვეყანამ მისცა, 62-მა კი თავი შეიკავა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, საქართვართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენლობის ინფორმაციით, წელს რეზოლუცია საქართველოსთან ერთად, გაეროს წევრმა 44-მა ქვეყანამ შეიმუშავა.

რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.

ამასთან, რეზოლუცია ხაზს უსვამს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ საჭიროებას. ამასთან ერთად, რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

კახა იმნაძის სიტყვით გამოსვლა გაეროში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:19 0:00

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2008 წლის მაისიდან წარადგენს. რეზოლუცია, გაეროს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროს ტრიბუნიდან საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებისა და გატაცებების შემთხვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთი შემთხვევები ხშირია. კახა იმნაძემ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ბაშარულის, ოთხოზორიას, ტატუნაშვილისა და კვარაცხელიას შესახებ.

ტვიტერი

XS
SM
MD
LG