ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკამ პირველი წყალქვეშა დრონის პრეზენტაცია გააკეთა


პენტაგონის წყალქვეშა დრონი "აქტუვი"

ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის მოწინავე კვლევების პროექტების სააგენტომ - დარპამ - წყალქვეშა დრონის ოფიციალური პრეზენტაცია გააკეთა. ის სიგრძეში თითქმის 40 მეტრია და მისი მართვის მექანიზმი სრულიად ავტომატიზირებულია. დრონს "აქტუვი" (ACTUV) ჰქვია და ის 18 თვიან საცდელ პერიოდს იწყებს.

დრონის გამოცდას ამერიკის საზღვაო ძალები უხელმძღვანელებს. სამომავლოდ, მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება წყალქვეშა დაზვერვისთვის. მას ასევე შეეძლება მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ამერიკელი ჯარისკაცებისთვის საბრძოლო მარაგის მიტანა.

XS
SM
MD
LG