ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს


სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს პოლიტიკურ საკითხებში, დევიდ ჰეილს შეხვდა. ვაშინგტონში გამართული შეხვედრისას მხარეებმა რეგიონულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის დიპლომატიური უწყების წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა ძალადობის თავიდან აცილების მნიშვნელობას და პროგრესს ეუთოს მინსკის ჯგუფის პროცესთან დაკავშირებით, მთიანი-ყარაბახის კონფლიქტის თაობაზე მშვიდობიანი რეზოლუციის მიღების გზაზე.

სახელმწიფო მდივნის მოადგილემ და სომხეთის საგარეო უწყების პირველმა პირმა ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სფეროები, მათ შორის კანონის უზენაესობის განმტკიცება სასამართლო დამომუკიდებლობის კონტექსტში.

დევიდ ჰეილმა ამერიკის ადმინისტრაციის პრიორიტეტებზე ისაუბრა ისეთ განსხვავებულ საკითხებზე, როგორიცაა კიბერ-უსაფრთხოება, ვაჭრობა და საინვესტიციო პრაქტიკა თუ სანქციების პოლიტიკა.

სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ასევე შეაქო სომხეთის მთავრობა და სომეხი ხალხი გასულ წელს დემოკრატიული პროცესების განვითარებაში მიღწეული პროგრესისთვის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG