ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრძოლები მალიში


ისლამისტი ამბოხებულები მალის ჩრდილოეთ ნაწილს აკონტროლებენ

გაეროს ოფიციალური პირების განცხადებით, მალიში განთავსებული აფრიკის კავშირის საინტერვენციო ძალები შესაძლოა გაორმაგდეს და მათი რაოდენობა 3300 ჯარისკაცამდე გაიზარდოს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ აფრიკის ჯარისკაცებს ისლამისტებთან საბრძოლველად ცოცხალი ძალით დახმარება სჭირდებათ.

გაეროში სპილოს ძვლის ნაპირის ელჩმა იუსუფა ბამბამ განაცხადა, რომ მალიში ამჟამად 1000 აფრიკელი ჯარისკაცია განლაგებული. ამჟამად ისლამისტი ამბოხებულები მალის ჩრდილოეთ ნაწილს აკონტროლებენ. მალის და საფრანგეთის სამხედრო ძალები ამჟამად ქვეყნის სამხრეთ ნაწილში არიან გაჩერებული. ფრანგული ავიაცია ისლამისტების პოზიციების დამომბვებს განაგრძობს.
XS
SM
MD
LG