ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს უშიშროების საბჭო იერუსალიმის შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭო დღეს სპეციალური რეზოლუციის სამუშაო ვარიანტს უყრის კენჭს.

რეზოლუცია გმობს ამერიკის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას.

შეერთებული შტატები საბჭოს 5 მუდმივი წევრიდან ერთ-ერთია და მას უფლება აქვს ეგვიპტის მიერ შემუშავებული რეზოლუციას ვეტო დაადოს.

რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტ ტონალდ ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებისა და ამერიკის საელჩოს თელავივიდან იერუსალიმში გადატანის გადაწყვეტილება „ღრმა შეშფოთების“ საფუძველს იძლევა. რეზოლუცია ასევე ითხოვს იერუსალიმის სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი მსგავსი გადაწყვეტილება გაუქმდეს.

XS
SM
MD
LG