ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო ისრაელისა და "ჰამასის" მებრძოლებისგან დეესკალაციას ითხოვს


ისრაელმა ღამით ღაზას სექტორში საჰაერო თავდასხმა განახორციელა. ამავე დროს პალესტინელი მებრძოლები ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტებს ისროდნენ.

"გაერთიანებული ერების ორგანიზაციის" სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში შეშფოთება გამოთქვა ორ მხარეს შორის ბოლოდროინდელი ძალადობრივი ქმედებების გამო.

ისრაელის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მისი საბრძოლო თვითმფრინავების სამიზნე წვრთნის ზონები, იარაღი და მისი საცავები იყო, რომლებსაც დაჯგუფება "ჰამასის" წარმომადგენლები იყენებენ. და ეს თავდასხმა იყო ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტების პასუხი. მათივე თქმით, სწორედ "ჰამასს" ეკისრება პასუხისმგებლობა მიმდინარე მოვლენებზე. პალესტინელთა მმართველები კი აცხადებენ, რომ ისრაელის დარტყმების შედეგად დაიღუპა "ჰამასის" ერთი მებრძოლი და ასევე ქალი და ბავშვი.

გაეროს სპეციალური კოორდინატორი ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის საკითხებში ნიკოლაი მლადენოვი ამბობს, რომ თუკი ამგვარი ესკალაცია გაგრძელდება, ამას ორივე მხარისთვის და მათი ხალხისთვის გამანადგურებელი შედეგები ექნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG