გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჟენევის ოფისი აცხადებს, რომ მომდევნო თვეს ორგანიზაცია სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლებს. მოლაპარაკებები იანვრის ბოლოს გაიმართება, ჯერ-ჯერობით უცნობია ზუსტი თარიღი.
სწორედ ჟენევამ უმასპინძლა 2011 წელს სამშვიდობო მოლაპარაკებებს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადსა და მის წინააღმდეგ მეამბოხე ჯგუფებს შორის.
სირიის სამოქალაქო ომის შედეგად 250 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ქვეყნის ნახევარს საცხოვრებლის დატოვება მოუხდა.