ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის წინააღმდეგ საერთაშორისო ზეწოლა იზრდება


სირიის წინააღმდეგ საერთაშორისო ზეწოლა იზრდება
სირიის წინააღმდეგ საერთაშორისო ზეწოლა იზრდება

სირიის წინააღმდეგ საერთაშორისო საზოგადოება ზეწოლას ზრდის და დამასკოს ოპოზიციის წინააღმდეგ ძალის გამოყენების დაუყოვნებელ შეწყვეტას სთხოვს.

უფლებათა დამცველი ორგანიზაცია - ადამიანის უფლებების სირიის ობსერვატორიის განცხადებით, სამთავრობო ჯარებმა დამასკოს ერთ-ერთი გარეუბანი რანკუსი აიღეს. მისი ალყაში მოქცევის შემდეგ, სამხედროებმა 22 დემონსტრანტი ქალაქის ქუჩებში საჯაროდ დასაჯეს სიკვდილით და 600-მდე ადამიანი დააპატიმრეს.

აგვისტოში შექმნილმა გაეროს სპეციალურმა კომისიამ, რომელიც სირიის მთავრობის მიერ ჩადენილ დანაშაულებს იძიებდა, შედეგები გუშინ გამოაქვეყნა. კომისიის თავმჯდომარე პაოლო პინერიოს განცხადებით:

„კომისიამ დაასკვნა, რომ სირის არმია და უშიშროების ძალები კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს ჩადიან. მათი მოქმედებები ძირითადად სამოქალაქო პირების წინააღმდეგაა მიმართული. კომისიის მიერ გამოვლენილი დანაშაულები მოიცავს მკვლელობის, წამების, გაუპატიურების, უკანონო დაპატიმრებებისა და ადამიანის უფლებების შელახვის უამრავ სხვა ფორმას.“

პინერიოს განცხადებით, ეს დანაშაულები ხდება სირიის თითქმის ყველა დიდ ქალაქში, მათ შორისაა დამასკო, დარაა, დუმა, ჰამა, ჰომსი, იდლიბი და თურქეთის, ლიბანისა და იორდანიის საზღვრებთან მდებარე ქალაქები და დასახლებები.

XS
SM
MD
LG